დედაქალაქის მერიის სამსახურების ნაწილის შემოწმება აუდიტის სამსახურმა წლის ბოლოს უნდა დაასრულოს
დედაქალაქის მერიის სამსახურების ნაწილის შემოწმება აუდიტის სამსახურმა წლის ბოლოს უნდა დაასრულოს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერიის სამსახურების ნაწილის შემოწმებას  აუდიტის სამსახური წლის ბოლოსთვის დაასრულებს.

მისივე თქმით, რამდენიმე დღეში გაკეთდება განცხადება, მერიის მხრიდან სხვა სამსახურების შემოწმების მოთხოვნასთან დაკავშირებითაც.

„მერიის სამსახურების ნაწილში აუდიტის სამსახური შესული იყო და ამოწმებენ.  წლის ბოლოს უნდა დასრულდეს შემოწმებები, თუმცა ჩვენ მომდევნონ დღეების განმავლობაში გავაკეთებთ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ გვინდა, კიდევ სხვა სამსახურებშიც მოხდეს აუდიტის მხრიდან შემოწმება“, – განაცხადა კახა კალაძემ.