დედაქალაქის მერიას 2018 წლის ბიუჯეტში რეკლამისთვის მილიონ ლარზე მეტი აქვს გამოყოფილი
დედაქალაქის მერიას 2018 წლის ბიუჯეტში რეკლამისთვის მილიონ ლარზე მეტი აქვს გამოყოფილი

ქალაქ თბილისის მერიის, მისი სტრუქტურული ერთეულების, რაიონული გამგეობების დაგეგმილი და განხორციელებული პროექტების შესახებ საინფორმაციო მასალების, რგოლების დამზადება, მედია-სივრცესა და სოციალურ ქსელებში განთავსება და სარეკლამო კამპანიის წარმოება დედაქალაქის ბიუჯეტს 650 000 ლარი დაუჯდება. ​

ვიდეოპორატალ MYVIDEO.GE-ზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროექტების შესახებ საინფორმაციო ვიდეორგოლების განთავსების მომსახურებისთვის 100 000 ლარია გამოყოფილი.

რეკლამა სოციალურ ქსელში 20 000, ხოლო მერიისა დ ამისი სტრუქტურული ერთეულებისა თუ გამგეობების დაგეგმილი ღონისძიებების პირდაპირი ეთერით ტრანსლირებისთვის ტექნიკური საშუალებების, ტელე-ოპერატორებისა და რეჟისორების მომსახურებისთვის 80 000 ლარია განსაზღვრული, პოლიგრაფიული და სარეკლამო მასალებისა თუ სხვა თანმდევი მომსახურება-მონტაჟისთვის კი 250 000. ჯამში დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტში რეკლამისთვის გამოყოფილი ხარჯი 1 100 000 აღწევს.