დედაქალაქის მცხოვრებლებს ახალ წელს მეხანძრე-მაშველები მიულოცავენ

დღეიდან, სამი დღის განმავლობაში, დედაქალაქის ქუჩებში საახალწლოდ მორთული სახანძრო მანქანები იმოძრავებს.

როგორც პირველ არხს ​საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცნობეს, ​​მეხანძრე-მაშველები მოსახლეობას ახალ წელს მიულოცავენ.

სახანძრო მანქანები საბოლოოდ გაჩერდებიან პირველი რესპუბლიკის მოედანზე, საახალწლო სოფელში, სადაც მსურველებს მათი დათვალიერება და ფოტოების გადაღება შეეძლება.