დედაქალაქის ხუთ რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დედაქალაქის ხუთ რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის ხუთ რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

დიდუბის რაიონის აბონენტებს ელექტროენერგია 10:00 საათიდან 17: საათამდე შეუწყდებათ. საუბარია წერეთლის გამზირის, ხოშარაულის, სტანისლავსკის, გოგოლაურის, აგლაძის, კერესელიძის, ვანის, თევდორე მღვდლის, ზესტაფონის, დავით ბაქრაძის, კედიას, ევდოშვილის, ცემის, სოხუმის, ზუგდიდის, სამტრედიის, ვახუშტი ბაგრატიონის, გუდაუთის, გაფრინდაულის, ყიფიანისა და გვეტაძის ქუჩებზე.

ჩუღურეთის რაიონში ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ ლამის, დავითაშვილის, დიღომბარის, ნინი და კალისტრატე სალიების, სიღნაღის, სააკაძისა და ბერიაშვილის ქუჩებზე.

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის რაიონში მეტრო „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონისა და წყალსადენის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონის აბონენტებს ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეეზღუდებათ. საუბარია გურამიშვილის გამზირის, მოლითის, ახალდაბის, ქართლის, ქსოვრელის, დაისის, კნოლევის, ღრმაღელისა და გვაზაურის ქუჩების მაცხოვრებლებზე.

მთაწმინდის რაიონში ელექტროენერგია 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ კოსტავას, დიმიტრი ბაქრაძის, ჭოველიძის, ბელინსკის, მელიქიშვილის, ზანდუკელის, ყაზბეგის, ალექსი მაჭავარიანისა და შოთა მილორავას ქუჩებზე.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.