დედაქალაქის ხუთ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

07:25, 12.03.2018

„თელასის“ ინფორმაციით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, დედაქალაქის ხუთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

კომპანიის ცნობით, გლდანის რაიონს ელექტროენერგიაზე შეზღუდვა 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეხება. კერძოდ სოფელი გლდანისა და გლდანის მასივის I მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში ელექტრომომარაგება 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია უნივერსიტეტისა და ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩებზე.

ასევე, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ილია ჭავჭავაძის გამზირის და არაყიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს. 13:00 საათიდან 15:00 საათამდე ელექტროენერგიაზე შეზღუდვა გავრცელდება რამიშვილისა და ყიფშიძის ქუჩებზე.

11:00 საათიდან 12:00 საათამდე ელექტროენერგია კრწანისის რაიონში, შეზღუდვა ნაწილობრივ შეეხება სამღებროს ქუჩას.
საბურთალოს რაიონში 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა ნაწილობრივ შეეხება პოლიტკოვსკაიას ქუჩას. ჩუღურეთის რაიონში კი ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 12:00 საათიდან 15:00 საათამდე ელექტრომომარაგება წინამძღვრიშვილის ქუჩაზე ნაწილობრივ შეიზღუდება.

მსგავსი