დედაქალაქის ხუთ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დედაქალაქის ხუთ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

„თელასის“ ინფორმაციით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, დედაქალაქის ხუთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
კომპანიის ცნობით, გლდანის რაიონს, ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდება. საუბარია მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, წყალსადენის, ხევძმარის, რამაზ შენგელიას, გობრონიძის, შეშელიძის, ქერჩის, დავით სარაჯიშვილის და ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებზე. ასევე
12:00 საათიდან 15:00საათამდე შეზღუდვა შეეხება მუხიანის I მიკრორაიონის აბონენტებს.

ვაკის რაიონში ელექტრომომარაგება ყიფშიძის ქუჩაზე 11:00 საათიდან 15:00 საათამდე ნაწილობრივ შეიზღუდება. ასევე 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება შატბერაშვილის ხევის, ნინო ჟვანიას და რამაზ შენგელიას ქუჩებზე.
16:00 საათიდან 18:00 საათამდე კი შეზღუდვა შეეხება წყნეთის გზატკეცილის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა ნაწილობრივ შეეხება: პიკასოს ქუჩას.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა გავრცელდება ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის, ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, ნუცუბიძის, ელგუჯა ამაშუკელის და ინტენსიფიკაციის ქუჩებზე.

14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა ნაწილობრივ შეეხება სოფელი დიღმის, ვაშლიჯვრის დასახლების და გელოვანის გამზირის აბონენტებს.

ნაძალადევის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სანზონის დასახლების, მეტრო „ღრმაღელე“-ს მიმდებარე ტერიტორიისა და ნუშის ქუჩის მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ჩაჩავას, მიხეილ ჭიაურელის და ლუბლიანას ქუჩებს.

ჩუღურეთის რაიონში ელექტრომომარაგება 12:00 საათიდან 15:00 საათამდე ნაწილობრივ შეიზღუდება. საუბარია წინამძღვრიშვილის ქუჩაზე.