დედაქალაქის ექვს ქუჩას 9 აპრილს დაღუპული ექვსი ქალის სახელი მიენიჭება
დედაქალაქის ექვს ქუჩას 9 აპრილს დაღუპული ექვსი ქალის სახელი მიენიჭება

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზში, დედაქალაქში მდებარე ექვსი ქუჩისთვის 9 აპრილს დაღუპული ექვსი ქალის სახელის მინიჭების თაობაზე საჯარო განხილვა გაიმართება.

საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, დღის წესრიგით გათვალისწინებულია, თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ალექსანდრე ყანჩელის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული მზია ჯინჭარაძის სახელის მინიჭება; ჩუღურეთის რაიონში, რეხის I ქუჩის ერთი მონაკვეთს თამუნა დოლიძის სახელის მინიჭება; ჩუღურეთის რაიონში, რეხის I ქუჩის მონაკვეთს თინა ენუქიძის სახელის მინიჭება; ჩუღურეთის რაიონში, რეხის II ქუჩას მანანა ლოლაძის სახელის და რეხის III ქუჩის მონაკვეთისთვის მანანა ლოლაძის I ჩიხის სახელი მინიჭება;  ჩუღურეთის რაიონში, რეხის შესახვევისთვის და მასთან მდებარე უსახელო ქუჩას ელისო ჭიპაშვილის სახელი მინიჭება;  ჩუღურეთის რაიონში, მახათას აღმართთან მდებარე უსახელო ქუჩას თამარ მამულაშვილის სახელი მიენიჭება.