დედაქალაქის ექვს რაიონში მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

07:07, 17.07.2018

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის ექვს რაიონში მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

კრწანისის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია მეფე სოლომონ II, ორთაჭალის, წინანაურის, კრწანისის, გორგასლის, სანაპიროსა და გულიას (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებზე. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა ნაწილობრივ შეეხება ორბელიანის ქუჩასაც.

მთაწმინდის რაიონში ვაჩნაძის, გუდიაშვილის, ბარათაშვილის, პუშკინის, ასათიანისა და მანჯგალაძის ქუჩებზე ელექტროენერგია 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეწყდება.

ჩუღურეთის რაიონში ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა შეეხებათ აღმაშენებლის გამზირისა (ნაწილობრივ) და უზნაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), შარტავას, ცაგერის, დები იშხნელებისა და იოსებიძის ქუჩებზე. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა ასევე გავრცელდება საირმის გორასა და საირმის ქუჩაზე.

ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის, სვანეთის, ჭყონდიდელის, მრევლიშვილის, დეპოსა და კავთისხევის ქუჩებზე ელექტროენერგია 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეწყდება.

დიდუბის რაიონის აბონენტებს ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ. საუბარია ბელიაშვილისა და ლუბლიანას ქუჩების მაცხოვრებლებზე.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.

მსგავსი