დედაქალაქის ექვს რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დედაქალაქის ექვს რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის ექვს რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

„საბურთალოს რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10 საათიდან 18 საათამდე შეიზღუდება. საუბარია პეკინის გამზირის, გელოვანის გამზირის, გამსახურდიას I, II კვარტლების, კოსტავას, იოსებიძის, ხვიჩიას, ანა კალანდაძის, შარტავას, ბროლოსანის, ვახტანგ ჭაბუკიანის, ოჟიოს, მიროტაძისა და აფაქიძის ქუჩებზე.

10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხებათ სოფელ დიღმის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის, მეფე მირიანისა და პეტრიწის ქუჩების მცხოვრებლებს.

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა გავრცელდება ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I, II კვარტლების, ძოწენიძის, ჩხიკვაძის, გამრეკელის, გურიელის და ნუცუბიძის ქუჩებზეც.

ვაკის რაიონში, ილია ჭავჭავაძის გამზირს ელექტრომომარაგება 10 საათიდან 18 საათამდე ნაწილობრივ შეეზღუდება.

გლდანის რაიონის აბონენტებს ელექტროენერგია 10 საათიდან 18 საათამდე შეუწყდებათ. კერძოდ გლდანის მასივის I, VII მიკრორაიონების, მუხიანის IVბ მიკრორაიონის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე ელექტრომომარაგებაზე შეზღუდვა შეეხებათ ინგოროყვას, ლერმონტოვის, გიგა ლორთქიფანიძისა და პაოლო იაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონის მოსახლეობას ელექტროენერგია 11 საათიდან 17 საათამდე შეუწყდება. საუბარია ლილოს დასახლებისა და ჭირნახულის ქუჩის მცხოვრებლებზე.

ჩუღურეთის რაიონში ელექტროენერგია 10 საათიდან 18 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ნინოშვილის, ჩუბინაშვილის, კონსტიტუციისა და გოგი დოლიძის ქუჩებზე.

ისნის რაიონში, ვაზისუბნის IV მიკრორაიონის II კვარტლის, აწყურის, კახეთისა და შირაქის ქუჩების მცხოვრებლებს ელექტრომომარაგება 11 საათიდან 18 საათამდე შეეზღუდებათ.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აღნიშნულია „თელასის“ განცხადებაში.