დედაქალაქის ექვს რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დედაქალაქის ექვს რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის ექვს რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

„მთაწმინდის რაიონში, დაბა ოქროყანას, წავკისის და ტაბახმელას აბონენტებს დენი 10 საათიდან 18 საათამდე შეუწყდებათ.

ნაძალადევის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10 საათიდან 18 საათამდე შეიზღუდება. საუბარია გურამიშვილის გამზირის, ზღვისუბნის დასახლების IV, IX, X კვარტლების, თემქის დასახლების IX კვარტლის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, თემქის დასახლების III მიკრორიოანის V კვარტლის, ანაპის 414 დივიზიის, ბარამიძის, კაკაბაძის, სადმელის, ჩარგლის, ველისციხის, სამოცდამეშვიდე, სამოცდამეცამეტე, ამირანაშვილის, გამყრელიძის, სიხარულიძის, გარიყულის და თიანეთის ქუჩების მცხოვრებლებზე.

10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I, II, III, IV, V კვარტლების, თემქის დასახლების III მიკრორაიონის II, V კვარტლების, ლოტკინის სანერგე მეურეობის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ნიშნიანიძის, რომელაშვილის და გარეჯის ქუჩების აბონენტებს. 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა ასევე გავრცელდება გურამიშვილის გამზირზე (ნაწილობრივ), ზღვისუბნის დასახლების IV კვარტლში და ჩხიკვაძის ქუჩაზე.

გლდანის რაიონში, გლდანის ხევის დასახლების, შეშელიძის, ხევძმარის და გობრონიძის ქუჩების მცხოვრებლებს ელექტრომომარაგება 10 საათიდან 18 საათამდე შეეზღუდებათ.

10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხებათ სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), გლდანის მასივის IIIა და V მიკრორაიონების აბონენტებს.

დიდუბის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10 საათიდან 18 საათამდე შეიზღუდება.კერძოდ, შეზღუდვა გავრცელდება წერეთლის გამზირზე (ნაწილობრივ), მირცხულავას, წყალტუბოს და აგლაძის ქუჩებზე.
საბურთალოს რაიონში, ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებზე, ასევე ქავთარაძისა და თავხელიძის ქუჩებზე ელექტროენერგია 10 საათიდან 17 საათამდე შეწყდება.

ისნის რაიონში, იუნკერთა და ჰოლბრუკის ქუჩებზე ელექტრომომარაგება 10:30 საათიდან 18 საათამდე შეიზღუდება.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აღნიშნულია „თელასის” განცხადებაში.