დედაქალაქის ცხრა რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
დედაქალაქის ცხრა რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის ცხრა რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

საბურთალოს რაიონის აბონენტებს ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ. საუბარია გამრეკელის, ბახტრიონის, საბურთალოს, ცინცაძისა და კუტუზოვის (ნაწილობრივ) ქუჩებზე.

ასევე, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება იოსელიანის, ბალანჩივაძის, ახალშენის, დოლიძის, ბზვანელის, ქარელის, ბაკურიანის, ჩიქოვანის, ჭიათურისა და კოსტავას (ნაწილობრივ) ქუჩებს.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა გავრცელდება ფხაკაძის, უნივერსიტეტის, ზურაბ ანჯაფარიძისა და იოსელიანის ქუჩებზეც.

ნაძალადევის რაიონში ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეწყდება. კერძოდ, ზღვისუბნის დასახლების Xა, Xბ კვარტლების, ზღვისუბნის დასახლების IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, გურამიშვილის გამზირის, ბჟოლეთის, ვაზიანის, ჟველაურის, დვირის, ედისის, გოგაშენის, კვერნაულის, არალეთის, ზვარეთის და ხევძმარის ქუჩებზე.

10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხებათ ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ნაქალაქევის, კლდეკარის, ორბეთის, სამღერეთის, წერონისის, მაჩხაანის, ზედამზის, ლაითურის, სუვოროვის, ლამისყანის, გარეჯის, ხერთვისის, ჟღენტის, ზაქარაიასა და გორდის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე ელექტრომომარაგება შეწყდება სამგორის რაიონშიც. საუბარია ალექსეევკის დასახლების, ზემო ალექსეევკის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, ახვლედიანის, ჩანტლაძის, მუხაძის, ამირანაშვილის, წუწუნავას, გოკიელის, კაკაბაძის, პეტრიწის (ორხევი), სააკაძის (ორხევი), კოსტავას (ორხევი), ესენინის და ფიროსმანის ქუჩებზე.

13:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხება ვარკეთილის III მასივის V კვარტლის, ჯავახეთისა და ხომლელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, თეთნულდის, როსტოვის, კიკვიძის, მიჩურინის, ნორიოს აღმართისა და ქინქლაძის ქუჩებზე.

12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხება აფხაზეთის, სარკინეთის, აგარის, აჭარის, ზაზიშვილისა და მარუაშვილის ქუჩებს.

13:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა ზაქრაძის, მეუნარგიასა და ქურდიანის ქუჩების მაცხოვრებლებზეც გავრცელდება.

გლდანის რაიონში გლდანის მასივის I, IV, VI მიკრორაიონების მაცხოვრებლებს ელექტროენერგია
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეუწყდებათ.

ვაკის რაიონში ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, დაბა წყნეთის, ილია ჭავჭავაძის გამზირის, ფალიაშვილის, ბაზალეთის, აბაშიძის, ქობულეთის, მცხეთისა და შროშის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონის აბონენტებს ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ. საუბარია მტკვრის მარცხენა სანაპიროს, მაიაკოვსკისა და აგლაძის ქუჩებზე.

კრწანისის რაიონში, ოქროყანის დასახლებისა და ორთაჭალის ქუჩის მაცხოვრებლებს ელექტროენერგია
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეუწყდებათ.

ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება მთაწმინდის რაიონშიც. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა ნაწილობრივ შეეხებათ სანაპიროს ქუჩის მაცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.