დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს კომისიებში განიხილავენ
დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს კომისიებში განიხილავენ

დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს დღეს თბილისის საკრებულოს კომისიებში განიხილავენ.

საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, ოთარ გრიგოლიას განცხადებით, დედაქალაქის ბიუჯეტი მილიარდ 20 მილიონით განისაზღვრა. 317 მილიონი სოციალური საჭიროებისთვის არის განსაზღვრული, 430 მილიონამდე ლარი – ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ხოლო ეკოლოგიის გაუმჯობესებას 111 მილიონი მოხმარდება.

ოთარ გრიგოლიას თქმით, ბიუჯეტის პირველადი პროექტის საკრებულოში წარდგენის შემდეგ, პროექტში კორექტირებები შევიდა. მაგალითად, გაიზარდა გლდანის, სამგორისა და ნაძალადევის გამგეობების დაფინანსება, რომელიც თბილისისთვის საჭირო ყველა მიმართულებას მოიცავს.

დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტი საკრებულოს ხვალინდელ სხდომაზე უნდა დაამტკიცონ.

დატოვე კომენტარი