დედამიწის ნაპირის საპოვნელად, ბრტყელი დედამიწის თეორიის მიმდევრები ანტარქტიდაზე მიდიან
დედამიწის ნაპირის საპოვნელად, ბრტყელი დედამიწის თეორიის მიმდევრები ანტარქტიდაზე მიდიან

შეთქმულების თეორიის მიმდევრები, რომლებსაც სჯერათ, რომ თანამედროვე მეცნიერება გვატყუებს და სინამდვილეში დედამიწა არა სფერული, არამედ ბრტყელია, ანტარქტიდაზე ექსპედიციას გეგმავენ, რათა დედამიწის კიდე იხილონ.

მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე პოლემიკურმა იუთუბერმა, ლოგან პოლმა გადაწყვიტა, რომ მსოფლიოს კიდე მოინახულოს. ამ თემაზე მას დოკუმენტური ფილმიც აქვს გადაღებული.

ცოტა ხსნის წინ, ის ქალაქ დენვერში გამართულ ბრტყელი დედამიწის საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო, სადაც მსოფლიოს წამყვან „ბრტყელდედამიწელს“, რობი დევიდსონსაც შეხვდა.

„მე ჩემს თავს სიმართლის კაცს ვუწოდებ. მსურს, დავამტკიცო, რომ დედამიწა ბრტყელია. მინდა, ვიცოდე ფაქტები. ერთ-ერთ საუკეთესო მეცნიერებსაც კი არ შეუძლიათ, ახსნან გრავიტაცია“, — უთხრა ლოგან პოლმა „ფორბსს“.

როგორც იგი აცხადებს, ანტარქტიდა სინამდვილეში უზარმაზარი ყინულოვანი ნაპირია, მაგრამ არა ისეთი, სადაც ადვილად მიხვალ და გადაიხედავ.

მართალია, მათ სჯერათ, რომ დედამიწა ბრტყელია, მაგრამ არ სჯერათ, რომ მისი ნაპირიდან ვინმე ან რაიმე გადავარდეს.

კიდევ ერთი „ბრტყელდედამიწელის“, ჯეი დეკასბის განცხადებით, დედამიწის სიბრტყელის დამტკიცება თავისუფლად შეეძლოთ ადრეულ მეზღვაურებს, სანამ გაერო ანტარქტიკის ხელშეკრულებას მიიღებდა, „რომელმაც დამოუკიდებელი და კერძო კვლევები ანტარქტიდაზე არალეგალურად გამოაცხადა“.

ბრტყელი დედამიწის თეორიის მიმდევართა ერთმა ნაწილმა ცოტა ხნის წინ მასშტაბური კრუიზიც დაგეგმა.