დე ლა ჰოიამ  საქველმოქმედო ბრძოლაში ფლოიდ მეივეზერი  გამოიწვია
დე ლა ჰოიამ  საქველმოქმედო ბრძოლაში ფლოიდ მეივეზერი  გამოიწვია

ექვს წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა ოსკარ დე ჰოიამ (39-6, 30KO) ფლოიდ მეივეზერთან (50-0, 27KO) ბრძოლის სურვილი გამოთქვა. შეხვედრიდან მიღებული შემოსავალი გადაირიცხება იმ საავადმყოფოებში, რომლებიც კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებს მკურნალობენ.

დე ლა ჰოია და მეივეზერი რინგზე ერთმანეთს 2007 წელს შეხვდნენ. 12-რაუნდიან ბრძოლაში, რომელმაც იმ დროს ყველა ფინანსური რეკორდი მოხსნა, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მეივეზერმა გაიმარჯვა.

ოსკარ დე ლა ჰოია აქტიურად აფინანსებს ჯანდაცვის ამერიკულ სისტემას კორონავირუსთან ბრძოლაში და უკვე დახარჯული აქვს 200 ათასი დოლარი.