დე ლა ფუენტე ლამინ იამალზე - უნდა დავეხმაროთ მას, არ მოწყდეს რეალობას #1TVSPORT
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ ევრო 2024-ის ნახევარფინალში საფრანგეთის დამარცხების შემდეგ ფორვარდ ლამინ იამალის თამაში შეაფასა, რომელიც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
„ლამინის თამაშის მანერა იმის თქმის უფლებას გვაძლევს, რომ ის, შესაძლოა, უდიდესი ფეხბურთელი გახდეს. მაგრამ ამ შემთხვევაში, კეთილგონიერება უნდა გამოვიჩინოთ და ვეცადოთ, ამ ნამდვილად პერსპექტიული ფეხბურთელის განვითარება სწორი გზით გაგრძელდეს. შესაბამისად, უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და არ ვიჩქაროთ. როცა ძველ რომში კეისარზე ასე ამბობდნენ: „გახსოვდეთ, რომ ისიც მოკვდავია“, – მოჰყავს უეფა-ს პრესსამსახურს დე ლა ფუენტეს სიტყვები.
ესპანეთის ნაკრები ევრო 2024-ის ფინალში ინგლისსა და ნიდერლანდებს შორის გამარჯვებულს შეხვდება.