მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დავიდ დე ხეა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ შეთანხმებას ვერ აღწევს და კლუბთან თანამშრომლობის დასრულებას გეგმავს, ესპანელი გოლკიპერით რამდენიმე კლუბი დაინტერესდა. მათგან ყველაზე მეტად „პარი სენჟერმენი“ აქტიურობს. „ტელეგრაფის“ (Telegraph) განცხადებით, ფრანგები დე ხეას ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს აკვირდებიან და მხოლოდ ფეხბურთელსა და „მანჩესტერს“ შორის მოლაპარაკებების დასრულებას ელოდებიან.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარესა და ინგლისურ კლუბს შორის უთანხმოების მიზეზი დე ხეას ანაზღაურება გახდა. ესპანელი ხელფასის მომატებას ითხოვს და სურს, რომ კვირაში 200 000 ფუნტი გამოიმუშავოს. „იუნაიტედი“ აღნიშნული თანხის გადახდაზე ჯერჯერობით უარს ამბობს.