„მანჩესტერ იუნაიტედის“ გოლკიპერმა, დავიდ დე ხეამ ლეგენდარული მეკარის, პეტერ შმეიხელის რეკორდი დაამხო.
29 წლის ესპანელმა ინგლისური კლუბის მაისურით 399 შეხვედრა ჩაატარა, რაც მანჩესტერელთა რიგებში მოთამაშე ლეგიონერებს შორის საუკეთესო შედეგია.
„მაპატიეთ, შმეიხელის გამო,-განაცხადა დე ხეა MUTV-თან ინტერვიუში. ეს ამბავი ძალიან მახარებს, რაც იმის მანიშნებელია, რომ ამდენი წელი უმაღლეს დონეზე მითამაშია. ბედნიერი ვარ „მანჩესტერში“ ასპარეზობით. იმედი მაქვს, რომ კიდევ 400 შეხვედრაში მივიღებ მონაწილეობას“.