„მანჩესტერ იუნაიტედმა“ მეკარე დავიდ დე ხეასთან მოქმედი ხელშეკრულების გაგრძელების თაობაზე შეთანხმებას კვლავინებურად ვერ მიაღწია – ამტკიცებს გაზეთი The Telegraph.
გამოცემის ინფორმაციით, ესპანელი გოლკიპერი უარს ამბობს კლუბთან მოლაპარაკებების წარმოებაზე, რადგან უკმაყოფილოა „იუნაიტედის“ ბოლოდროინდელი შედეგებით. თუ მხარეები მაინც ვერ მივლენ შეთანხმებამდე, დე ხეას 2020 წლის ზაფხულში, „მანჩესტერის“ უფასოდ დატოვება შეეძლება. ასევე შესაძლებელია ვარიანტი, რომლითაც „წითელი ეშმაკები“ უფრო ადრე შეელევიან ესპანელს, რათა მასში გარკვეული თანხა აიღონ.
დე ხეას კონტრაქტი მანჩესტერულ კლუბთან წლევანდელი სეზონის ბოლომდეა გათვლილი, მაგრამ მასში ჩაწერილია პუნქტი ერთი წლით გაგრძელების შესახებ. ადრე იტყობინებოდნენ, რომ ესპანეთის ნაკრების მეკარით „პარი სენ-ჟერმენი“ და „იუვენტუსი“ არიან დაინტერსებული.