„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ გამოაცხადა, რომ გუნდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი მინიმუმ ოთხი კვირა ვერ შეძლებს თამაში. ამის მიზეზია „ასტონ ვილას“ წინააღმდეგ მიღებული ტრავმა.
„დღეს დილით ექიმმა შეგვატყობინა კევინის სკანირების შედეგები. ის მოედანზე დაბრუნებას ოთხი ან ექვსი კვირის შემდეგ შეძლებს. ეს დიდი დარტყმაა ჩვენთვის, მაგრამ წინსვლა უნდა გავაგრძელოთ. ყველამ კარგად იცის, კევინი რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის.
სამწუხაროდ ჩვენთვის და მისთვის, ის გამოტოვებს ამ სეზონის უმნიშვნელოვანეს შეხვედრებს და უნდა ვიპოვნოთ გადაწყვეტილება ამ სიტუაციის წინააღმდეგ საბრძოლველად“, – მოჰყავს გვარდიოლას სიტყვები „მანჩესტერ სიტის“ ოფიციალურ ვებგვერდს.
„მანჩესტერ სიტი“ პრემიერლიგის ცხრილში მეორე ადგილზეა, დაკარგული ქულებით კი ეს გუნდი ლიდერობს ინგლისის ჩემპიონატს.