„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი ახლოს არის ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან და ინგლისურ კლუბში კიდევ ხუთი წლით დარჩენასთან.
გაზეთ „დეილი მეილის“ ინფორმაციით, მხარეებმა უკვე მიაღწიეს შეთანხმებას ხელშეკრულების 2025 წლის ზაფხულამდე გაგრძელების შესახებ.
ახალი კონტრაქტი საშუალებას მისცემს 29 წლის ბელგიელს – გახდეს „სიტის“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი რაჰიმ სტერლინგთან ერთად.
ცოტა ხნის წინ, დე ბრუინმა დაადასტურა, რომ ბედნიერია მანჩესტერში ცხოვრებით და მოლაპარაკებებს აწარმოებს კლუბთან ახალ კონტრაქტზე.
ბელგიელი „სიტიში“ 2015 წლიდან თამაშობს. მისი ამჟამინდელი ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
ამ სეზონში დე ბრუინმა 11 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, ერთი გოლი გაიტანა და შვიდი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.