დე ბრუინი ახლოს არის „სან დიეგოში“ გადასვლასთან #1TVSPORT

03:40, 09.01.2025

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი მოლაპარაკებებს აწარმოებს „სან დიეგოსთან“ ტრანსფერის თაობაზე. მხარეები ახლოს არიან შეთანხმებასთან, – წერს გამოცემა The Athletic.

„სან დიეგო“ ეკუთვნის ეგვიპტური წარმოშობის ბრიტანელ ბიზნესმენს მოჰამედ მანსურს. კლუბს დებიუტი ექნება MLS-ში 2025 წელს.

დე ბრუინის კონტრაქტი „მანჩესტერ სიტისთან“ 2025 წლის ზაფხულში იწურება. მიმდინარე სეზონში 33 წლის ბელგიელმა 18 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მსგავსი