ინგლისში გამოავლინეს პრემიერლიგის 2019-20 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშე პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის (PFA) ვერსიით.
გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი. მისი კონკურენტები იყვნენ: ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, ვირჯილ ვან დეიკი, ჯორდან ჰენდერსონი, სადიო მანე (ყველა – ლივერპული) და რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი).
ასევე გამოავლინეს ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი (U23). პრიზი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა მოიგო. მას კონკურენციას უწევდნენ: ტამი აბრაჰამი, მეისონ მაუნტი (ორივე – ჩელსი), მეისონ გრინვუდი, მარკუს რეშფორდი (ორივე – მანჩესტერ იუნაიტედი) და ბუკაიო საკა (არსენალი).