დონალდ ტუსკსა და ტერეზა მეის შორის დღეს ბრექსიტის შესახებ სატელეფონო საუბარი შედგება

16:17, 30.01.2019

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკსა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგება. საუბრის თემა ბრექსიტია. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემაა გუშინ ბრიტანეთის პარლამენტში გამართული კენჭისყრა, სადაც დეპუტატებმა მიიღეს გადაწყვეტილება არსებულ შეთანხმებაში შესწორების შესახებ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა და ევროკავშირის სხვა ლიდერებმა საკუთარი პოზიცია დღეს ღიად დააფიქსირეს. ისინი აცხადებენ, რომ უკვე მიღწეული შეთანხმების გადახედვა არ მოხდება.

 

მსგავსი