დაზუსტებული ინფორმაციით, მიწისძვრა სომხეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 11 კილომეტრში მოხდა
დაზუსტებული ინფორმაციით, მიწისძვრა სომხეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 11 კილომეტრში მოხდა

დაზუსტებული ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ მიწისძვრა სომხეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 11 კილომეტრში, ქალაქ დმანისიდან 33 კმ-ში მოხდა.

ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მიწისძვრა თბილისის დროით 14:21 საათზე მოხდა და მისმა სიმძლავრემ 3.2 მაგნიტუდა შეადგინა.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიწისძვრა საქართველოში მოხდა.