დაზიანებული და გაფუჭებული საქონლის ჩამოწერის პროცედურა მარტივდება
დაზიანებული და გაფუჭებული საქონლის ჩამოწერის პროცედურა მარტივდება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საგადასახადო სისტემის დახვეწის უწყვეტი პროცესი მთავრობისა და კერძო სექტორის ერთობლივი მუშაობით მიმდინარეობს.

ცვლილებები შედის საგადასახადო ადმინისტრირებაში: უქმდება 100 ლარამდე ღირებულების დაზიანებული/გაფუჭებული საქონლის ჩამოწერის საფასური; საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის მარტივდება საქონლის ჩამოწერის წესი; სავაჭრო ობიექტებს ეძლევათ შესაძლებლობა არ დაბეგრონ სურსათის რეალიზაციით მიღებული შემოსავლის 1%-ის ოდენობის დანაკარგი.

უწყების ცნობით, შედეგად, გადამხდელებისთვის მცირდება ბიზნესის ფინანსური და დროის დანახარჯი.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, ეს ინიციატივა არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მაგალითი მთავრობისა და ბიზნესის თანამშრომლობისა, რომელიც სრულად ასახავს ბიზნესის ინტერესებს.