დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, საქართველოში ავტომობილების მხოლოდ შვიდი პროცენტია დაზღვეული
დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, საქართველოში ავტომობილების მხოლოდ შვიდი პროცენტია დაზღვეული

საქართველოში 92,753 ავტომობილია დაზღვეული, რაც საერთო ავტოპარკის შვიდ პროცენტს შეადგენს.

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული, სადაზღვევო ბაზრის 2020 წლის ექვსი თვის მიმოხილვის თანახმად, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში დაზღვეული იყო 92,994ავტომობილი, რაც ავტომობილების საერთო რაოდენობის ასევე შვიდ პროცენტს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ წინა წლებში ავტომობილების დაზღვევის მაჩვენებელი მცირე ტემპებით, თუმცა მაინც იზრდებოდა. მაგალითად, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის ექვსი თვის მონაცემებით, იმ პერიოდში დაზღვეული იყო ქვეყანაში არსებული ავტოპარკის 4,8 % (59,768 ავტომობილი), 2018 წელს 5,9% (76 ათასი ავტომობილი), ეს მონაცემი შვიდი პროცენტი გახდა გასული წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით.

წელს კი, შარშანდელი წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდა არ ფიქსირდება და არის უმნიშვნელო კლება, თუმცა საერთო მაჩვენებელში, დაზღვეული ავტომობილების წილი კვლავ შვიდი პროცენტია.