დავით სერგეენკო - შევხედავთ საპრეზიდენტო კანდიდატების წინასაარჩევნო პროგრამებს და გადავწყვეტთ, ვის დავუჭერთ მხარს
დავით სერგეენკო - შევხედავთ საპრეზიდენტო კანდიდატების წინასაარჩევნო პროგრამებს და გადავწყვეტთ, ვის დავუჭერთ მხარს

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ ჯერ არ აქვს მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, რომელ კანდიდატს დაუჭერს მხარს 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, მმართველი პარტია ჯერ შეხედავს საპრეზიდენტო კანდიდატთა საარჩევნო პროგრამას და ამის მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას.

„ფართო ფორმატში ბოლო შეხვედრის დროს, რომელიც ერთი კვირის წინ გაიმართა, მთავარი გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომ „ქართული ოცნება“ არ წარმოადგენს პარტიულ კანდიდატს.

რაც შეეხება, იმას, რომელ კანდიდატს დაუჭერს მხარს, ამაზე იყო შეთანხმება, რომ ჩვენ შევხედავთ ამ კანდიდატების წინასაარჩევნო პროგრამებს, მათ ხედვებს და ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას. ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება, რომელ კანდიდატს დაუჭერს მხარს პარტია, არ არის მიღებული“, – განაცხადა სერგეენკომ.