დავოსში დიდთოვლობამ გადაადგილების პრობლემა შექმნა
დავოსში დიდთოვლობამ გადაადგილების პრობლემა შექმნა

დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს დიდთოვლობა აფერხებს. კურორტისკენ მიმავალ გზაზე საცობია.

რეგიონში მაღალია ზვავსაშიშროებაც. Bloomberg-ის ინფორმაციით, ასეთი დიდთოვლობა ფორუმის 48-წლიან ისტორიაში პირველად ფიქსირდება.

მონაწილეთა ნაწილი ღონისძიებაზე დროულად ჩასვლას ვერ ახერხებს.

ადგილობრივი მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, თოვლის საფარის სიმაღლემ 1.75 მეტრს მიაღწია. 15-25 იანვრის პერიოდისთვის ეს მაქსიმალური მაჩვენებელია 1951 წლის შემდეგ.

დატოვე კომენტარი