დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ერთ-ერთი მთავარი თემა კლიმატის ცვლილებები იქნება
დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ერთ-ერთი მთავარი თემა კლიმატის ცვლილებები იქნება

დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ორი გლობალური ინიციატივის რეალიზაცია დაიწყება.

ერთ-ერთი მათგანი გლობალური საგანმანათლებლო პროგრამაა, ხოლო მეორე პროექტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთი მილიარდი ხის დარგვას ითვალისწინებს. ამის შესახებ განცხადება დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელმა, კლაუს შვაბმა განაცხადა.

„ეკოსისტემის აღდგენა მომდევნო ათწლეულის პრიორიტეტია. გვსურს მომავალ თაობას მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა გადავცეთ“, – განაცხადა შვაბმა.

მისივე თქმით, მსოფლიო დღეს „საგანგებო მდგომარეობის რეჟიმშია“ და მიზეზი კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული კრიზისი და სავაჭრო ომებია.

შვეიცარიის ქალაქ დავოსში ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმი 21 იანვარს დაიწყება. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს არაერთი ქვეყნის ლიდერები. მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი. შვეიცარიაში ჩავა შვედი ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგიც.