დავოსის ფორუმის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ეკონომიკური ლიდერების არაფორმალურ ლანჩს დაესწრო
დავოსის ფორუმის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ეკონომიკური ლიდერების არაფორმალურ ლანჩს დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ მსოფლიო ეკონომიკური ლიდერების არაფორმალურ ლანჩს დაესწრო, სახელწოდებით „გლობალური სისტემებისადმი ნდობის აღდგენა“.

ლანჩის მასპინძელი იყო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი, პროფესორი კლაუს შვაბი, მოდერატორი კი – მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტი ბრენდე ბორგე.

მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.