„დავითიანნი" 17 მაისს დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„დავითიანნი" 17 მაისს დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

დავითიანნი” 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

„ა.წ. 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძრის გალავანთან საღამოს დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით, ჩვენი მხრიდან არაოფიციალურად, ტექნიკური შეცდომის გამო, გავრცელდა არასწორი ინფორმაცია და კონცერტის მონაწილეთა შორის დასახელდნენ ის პიროვნებები და ანსამბლები, რომლებთანაც შეთანხმება ვერ შედგა, გამომდინარე იქიდან, რომ 17 მაისს თბილისში არ იმყოფებიან.

ესენი გახლავთ: ანსამბლი „შვიდკაცა“, აჩიკო ნიჟარაძე, ნინო ქათამაძე, ნატო მეტონიძე. გაუგებრობისთვის და შეცდომაში შეყვანისთვის ბოდიშს ვუხდით მათ და საზოგადოებას და მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ ზემოთ აღნიშნული მუსიკოსების კრიტიკისა და შეურაცხყოფისაგან!” – აღნიშნულია განცხადებაში.