დავითაშვილმა კვარაცხელიას გოლს საგოლე გადაცემა დაუმატა [ვიდეო] #1TVSPORT
დავითაშვილმა კვარაცხელიას გოლს საგოლე გადაცემა დაუმატა [ვიდეო] #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილმა და ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი წვლილი შეიტანეს „რუბინის“ გამარჯვებაში, რომელიც ყაზანურმა კლუბმა „ნიჟნი ნოვგოროდთან“ მოიპოვა 3:0.

ლეონიდ სლუცკის გუნდი მორიგ ამხანაგურ შეხვედრაში „ნიჟნი ნოვგოროდს“ ესტუმრა, რომელიც რუსეთის პრემიერლიგაში წელს დაწინაურდა. შეხვედრაში ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ 31-ე წუთზე პენალტით გახსნა, რომელიც მისივე წაქცევისთვის დაინიშნა.

64-ე წუთზე ხვიჩამ მოედანი დატოვა, მის ნაცვლად კი „რუბინის“ მაისურით მოედანზე საქართველოს ნაკრების მეორე მოთამაშე, ზურიკო დავითაშვილი გამოჩნდა, რომელიც ძალიან აქტიური იყო.

85-ე წუთზე საქართველოს ნაკრების შემტევმა ბურთი საჯარიმოს ცენტრში მიიღო, ორ მეტოქეს გაცდა, მერე ბურთი ორ მცველს შორის ივან იგნატიევს გაუგდო და მან დუბლი გააფორმა.

89-ე წუთზე დავითაშვილი ფლანგური გადაცემით ქუსლით დაგვირგვინებას ცდილობდა, მაგრამ კარს ოდნავ ააცილა.

ჯერ კიდევ უცნობია, დავითაშვილი დარჩება თუ არა ყაზანის „რუბინში“, რადგან გუნდში 11 ლეგიონერია, გუნდს კი განაცხადში მხოლოდ 8 ლეგიონერის შეყვანის უფლება გააჩნია.