დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ მიმდინარე სეზონში პირველად დამარცხდა, ფაცაციამ ალბანეთში სადებიუტო გოლი გაიტანა #1TVSPORT
დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ მიმდინარე სეზონში პირველად დამარცხდა, ფაცაციამ ალბანეთში სადებიუტო გოლი გაიტანა #1TVSPORT

საფრანგეთის ლიგა 2-ში ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენმა“ „გენგამს“ უმასპინძლა და სეზონში პირველი მარცხი იწვნია – 1:3. ზურიკო დავითაშვილი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 58-ე წუთზე შეცვალეს.

პოლონეთის ექსტრაკლასაში დიეგო დეისაძის „ტერმალიცა“ „პიასტს“ ესტუმრა და 2:4 დამარცხდა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელმა მცირე ტრავმის გამო თამაში გამოტოვა.

კვიპროსის სუპერლიგაში რევაზ ინჯგიას „ოლიმპიაკოსი“ ჩემპიონთა ლიგის მონაწილე „პაფოსს“ ესტუმრა და დამატებულ დროში გაშვებული გოლით 1:2 დამარცხდა. ქართველი თავდამსხმელი მოედანზე 66-ე წუთიდან გამოჩნდა.

ცოტნე ფაცაციამ სადებიუტო გოლი გაიტანა „ტირანას“ მაისურით, რომელმაც ალბანეთის ჩემპიონატში „დინამოს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. ქართველმა ნახევარმცველმა 58-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა.