დავითაშვილის გოლი ტურის საუკეთესოებში დაასახელეს [ვიდეო] #1TVSPORT
დავითაშვილის გოლი ტურის საუკეთესოებში დაასახელეს [ვიდეო] #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილისთვის რუსეთის პრემიელრიგის მე-17 ტური წარმატებული გამოდგა. საქართველოს ნაკრების 20 წლის შემტევმა „ხიმკის“ სტუმრად ეფექტური გოლი გაუტანა, ხოლო 90-ე წუთზე მასპინძელთა მოთამაშე ბრაიან იდოუ მოედნიდან მასთან უხეშობისთვის გააძევეს.

ტულის „არსენალმა“ 2:1 მოიგო და ბოლოსწინა, მე-15 ადგილიდან მე-11 პოზიციაზე გადაინაცვლა. რუსეთის პრემიერლიგის პარტნიორმა „მატჩ პრემიერმა“ დავითაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა, ტურის სიმბოლურ ნაკრებში კი ჯერ გამოცემა „ფუტბოლ კულიჩკიმ“ შეიყვანა, შემდეგ საერთაშორისო პორტალმა WhoScored-მა.

გამოცემა „ჩემპიონატმა“ კი, მისი გოლი ტურის ყველაზე ეფექტურ ოთხ გოლს შორის დაასახელა.

„ბოლო ტურში ბევრი ლამაზი გოლი გავიდა. ეფექტური გოლი ვიხილეთ მატჩში, სადაც, პირველ რიგში, დაძაბული ბრძოლა იყო მოსალოდნელი და არა სანახაობა. ზურიკო დავითაშვილმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა „ცხრიანში“. მის ანგარიშზეა გოლები პეტერბურგის „ზენიტთან“ და სამარის „კრილია სოვეტოვთან“ მოგებულ მატჩებში“, – წერს „ჩემპიონატი“.

თუდეიმ“ დავითაშვილის გოლი ტურის მოვლენებში დაასახელა:

„ტულის გუნდმა უშუალო კონკურენტი „ხიმკი“ 2:1 დაამარცხა. გუნდისთვის ეს შედეგი ორმაგად ღირებულია, რადგან მანამდე გასვლით მატჩებში მხოლოდ სამი ქულა ჰქონდა მოპოვებული. ზურიკო დავითაშვილმა კი შედევრი-გოლი შექმნა“.