დავითაშვილი სიმბოლურ გუნდში - ქართველი ტურის მოთამაშეთა სამეულშია #1TVSPORT
დავითაშვილი სიმბოლურ გუნდში - ქართველი ტურის მოთამაშეთა სამეულშია #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილი ავტორიტეტულმა საერთაშორისო პორტალმაც აღიარა და რუსეთის პრემიერლიგის მე-17 ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ ტურის სიმბოლური გუნდში ქართველი მოთამაშე ჯერ „ფუტბოლ კულიჩკიმ“ შეიყვანა. ახლა იგივე WhoScored-მა გააკეთა, რომელიც მოთამაშეთა თამაშს სხვადასხვა სტატისტიკური მაჩვენებლების საფუძველზე აჯამებს.

WhoScored-მა რუსეთის პრემიერლიგის მე-17 ტურის საუკეთესო ფეხბურთელების სიმბოლურ ნაკრებში საქართველოს ნაკრების წევრი მარჯვენა ფლანგის შემტევ ნახევარმცველად დააყენა. დავითაშვილმა საერთაშორისო პორტალისგან 8,4 ქულა დაიმსახურა და ტურის საუკეთესო ფეხბურთელთა სამეულში მოხვდა.

 

ტურის მატჩებში ყველაზე მაღალი შეფასება „კრასნოდარის“ შვედმა გარემარბმა ვიქტორ კლასონმა მიიღო – 8,8. შვედის დუბლმა სამხრეთელებს „სოჭთან“ მატჩში (2:1) მოგება მოუტანა. ორ მოთამაშეს ერთდროულად 8,4 ქულა აქვს, „არსენალის“ ქართველ შემტევს, ზურიკო დავითაშვილს და ცსკა-ს მეკარე იგორ აკინფეევს.

აღსანიშნავია, რომ ეროვნულ ნაკრებში ვერ მოხვდნენ „როსტოვის“, „ზენიტის“, ასევე „სპარტაკის“ფეხბურთელები. ასევე არაა „ურალის“ ნახევარმცველი ლუკა გაგნიძე, რომელსაც პორტალმა მოსკოვის „ლოკომოტივთან“ მოგებულ მატჩში 7,9 ქულა დაუწერა – 18 წლის ქართველ ფეხბურთელს არ გაუმართლა, რადგან ნახევარმცველებში 8,2 ქულა დავითაშვილის თანაგუნდელმა კინგს კანგვამ მიიღო.

დატოვე კომენტარი