დავით ზილფიმიანის განცხადებით, პარლამენტმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი ჩავარდეს
დავით ზილფიმიანის განცხადებით, პარლამენტმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი ჩავარდეს

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლის, პარტია „ევროპელი სოციალისტების“ წევრის, დავით ზილფიმიანის განცხადებით, დავით ზილფიმიანის განცხადებით, პარლამენტმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი ჩავარდეს.

მისივე თქმით, ამ საკითხის ჩაგდება არის შესაძლებლობა, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს.

„ჩვენი პოზიცია უცვლელია, პარლამენტმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ეს საკითხი ჩავარდეს. თუ დღეს არ ჩავარდება, ამის იქით არაფერი აღარ არის. დარწმუნებული ვარ, კეთილგონიერება გაიმარჯვებს და ეს საკითხი ჩავარდება. ეს არის შესაძლებლობა, რომ მოსახლეობის ნება აღსრულდეს და როგორც ოპოზიცია, ასევე პოზიცია პარლამენტში ვიხილოთ. შესაცვლელია საარჩევნო კანონმდებლობა. ელექტრონული მეთოდით არჩევნების ჩასატარებლად საჭირო იქნება ხმების ორ მესამედის მოგროვება. ისეთი კანონპროექტი თუ მომზადდა, რომელიც ყველას მოეწონება, თუნდაც „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადოს, ასეთ შემთხვევაში ხომ დადგება საკითხი, რომ ოპოზიცია შემოვიდეს, ხმა მისცეს და ისევ გავიდეს“, – განაცხადა ზილფიმიანმა.