დავით ზილფიმიანი - თავს მოხვეული დიდი შერიგების მეგაპროექტის აქტორები უნებლიე მსახიობობას მხოლოდ მაშინ გაითვითცნობიერებენ, როდესაც აღსრულდება ფარსის მთავარი ჩანაფიქრი - „გმირის“ ციხიდან თავის დაძვრენა

თავს მოხვეული დიდი შერიგების მეგაპროექტის აქტორები უნებლიე მსახიობობას მხოლოდ მაშინ გაითვითცნობიერებენ, როდესაც აღსრულდება ამ ფარსის მთავარი ჩანაფიქრი – „გმირის“ ციხიდან თავის დაძვრენა, – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი დავით ზილფიმიანი სოციალურ ქსელში წერს.

„ამ ეტაპზე, სააკაშვილთა მიერ მთელი საზოგადოებისთვის წარმატებით თავს მოხვეული „დიდი შერიგებისა და ეროვნული თანხმობის მეგაპროექტი“ სხვა არაფერია, თუ არა უკვდავი ლუიჯი პირანდელოსეული, ჩვენს სიბრიყვით აღსავსე რეალობაში განხორციელებული ოპერეტა giocco delle parti, რომელშიც მონაწილე ყველა აქტორს ღრმად სჯერა თავისი როლის შეუცვლელი მნიშვნელობისა და აბსურდის თეატრის უნებლიე მსახიობობას მხოლოდ მაშინ გაითვითცნობიერებენ, როდესაც აღსრულდება ამ ფარსის მთავარი ჩანაფიქრი – „გმირის“ ციხიდან თავის დაძვრენა“, – წერს დავით ზილფიმიანი.