დავით ზილფიმიანი - რომელიმე დესტრუქციულ პოლიტიკურ ძალას არ უნდა მიეცეს საშუალება, საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს ბუკნარში შექმნილი სიტუაცია
დავით ზილფიმიანი - რომელიმე დესტრუქციულ პოლიტიკურ ძალას არ უნდა მიეცეს საშუალება, საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს ბუკნარში შექმნილი სიტუაცია

სახელმწიფომ უნდა მოიძიოს იმ ნაპერწკალის მიზეზები, რომელმაც ბუკნარში დაპირისპირება გააღვივა და მუდმივად აკონტროლოს ეს ნაპერწკალი, ასევე, უნდა აღიკვეთოს მესამე ძალის მხრიდან რაიმე სახის ზემოქმედება, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა „ევროპელი სოციალისტებიდან“ დავით ზილფიმიანმა განაცხადა.

დეპუტატი სოფელ ბუკნარში იმყოფება, სადაც როგორც მართლმადიდებლებს, ისე მუსლიმი თემის წარმომადგენლებს შეხვდა.

„მე შევხვდი როგორც ქრისტიანი, ასევე მუსლიმი თემის წარმომადგენლებს. აქ არ უნდა დავიწყოთ მტყუან-მართლის ძიება, სახელმწიფომ უნდა მოიძიოს იმ ნაპერწკალის მიზეზები, რომელმაც დაპირისპირება გააღვივა და მუდმივად აკონტროლოს ეს ნაპერწკალი, ასევე, უნდა აღიკვეთოს მესამე ძალის მხრიდან რაიმე სახის ზემოქმედება. რომელიმე დესტრუქციულ პოლიტიკურ ძალას არ უნდა მიეცეს საშუალება, საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს შექმნილი სიტუაცია“, – განაცხადა დავით ზილფიმიანმა.

დატოვე კომენტარი