დავით ზილფიმიანი - როდესაც ტუსაღი უარს ამბობს სატუსაღოში შესვლაზე და ბადრაგს ოთხი ადამიანის გამოყენებით შეჰყავს, ვერ მივიღებ შეფასებას, რომ ეს არაადამიანური ქმედებაა
დავით ზილფიმიანი - როდესაც ტუსაღი უარს ამბობს სატუსაღოში შესვლაზე და ბადრაგს ოთხი ადამიანის გამოყენებით შეჰყავს, ვერ მივიღებ შეფასებას, რომ ეს არაადამიანური ქმედებაა

მინდა წარმოვიდგინო, რომ მე ვარ ტუსაღი, მივაყენებ ბადრაგს შეურაცხყოფას და უარს განვაცხადებ სატუსაღოში ყოფნაზე, საინტერესოა, რა არის ადამიანური, იმ მომენტში რას დამმართებდნენ, ოთხი კაცი ამწევდა და შემიყვანდა, თუ რამე სხვა მოხდებოდა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა დავით ზილფიმიანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ამასთან, მისივე თქმით, „მოსახლეობა, სრულიად ქვეყანა ორ ნაწილად არის გაყოფილი. მოსახლეობის ერთი ნაწილი თვლის, რომ წინა ხელისუფლებამ დაუშვა შეცდომებიც და მეორე ნაწილი თვლის, რომ ეს იყო პირსისხლიანი დიქტატურა და ჩადენილ იქნა დანაშაული ქვეყნის მოსახლეობის წინააღმდეგ“.

ზილფიმიანის განცხადებით, მთელი ქვეყანა მხოლოდ ამ ორ შეფასებას შორის არის გაერთიანებული.

ჩემთვის სათქმელად ნამდვილად მნიშვნელოვანი იქნება იმის შეხსენება, რომ არ არსებობს არც პოლიტიკურ სივრცეში, არც ამ დარბაზში კოლეგა, ვისთვისაც შეიძლებოდა ან შეურაცხყოფა მიმეყენებინა, ან რაღაც დაუმსახურებელი კრიტიკა მეთქვა. ეს მაძლევს იმის უფლებას, როცა რამეს ვერ ვიგებ, უკეთესად ჩავეკითხო. იმ პოლიტიკოსისგან ვერ მივიღებ შეფასებას, როდესაც ტუსაღი სატუსაღოში შესვლაზე უარს ამბობს, ბადრაგმა ის შეიყვანა ფიზიკურად ოთხი ადამიანის გამოყენებით და ამას არაადამიანურ ქმედებას მიაწერ. რადგან თუ პოლიტიკოსი, მით უმეტეს, იმ სისტემის დროს ნამუშევარი ამბობს ამას, უნდა გავახსენო აუცილებლად და არც ვმალავ. ეს ბატონმა გიორგიმ გამოაცხადა. მინდოდა მეკითხა, ცუდია რომ ახლა აქ არ არის, ადამიანური როგორ იყო 2012 წლამდე.

მინდა წარმოვიდგინო, რომ მე ვარ ტუსაღი, მივაყენებ ბადრაგს შეურაცხყოფას და უარს განვაცხადებ სატუსაღოში ყოფნაზე. რა არის მაშინ ადამიანური, იმ მომენტში რას დამმართებდნენ, საინტერესოა. ასე ოთხი კაცი ამწევდა და შემიყვანდა, თუ რამე სხვა მოხდებოდა? ასე რომ, არაადამინურობის შეფასებას რომ აკეთებ ასეთი ტრიბუნიდან, მით უმეტეს მოსახლეობის ის ფენა, რომლისთვისაც საერთოდ უცხოა პენიტენციური სისტემა, შესაძლოა, სულ სხვა შეხედულება გაუჩნდეს. მაშინ ახალი კანონი მოვამზადოთ, რომ თუ ტუსაღი უარს იტყვის სატუსაღოში ყოფნაზე, ოთხივე გზა თავისუფალი აქვს, ასე უნდა უთხრას ბადრაგმა, არა? მგონი, იურიდიულ განყოფილებას უნდა ვთხოვოთ, მოამზადოს ეს კანონპროექტი და დავუჭიროთ მხარი. ერთი მაინტერესებს, როგორ იქნება ეგ ამბავი. მოკლედ ჩემი დღევანდელი გამოსვლა სწორედ ამას ეხებოდა, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ თითოეულმა პოლიტიკოსმა“, – განაცხადა დავით ზილფიმიანმა.