დავით ზილფიმიანი - რიგგარეშე სხდომის მოწვევის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მივიღებთ პარტიულ გადაწყვეტილებას
დავით ზილფიმიანი - რიგგარეშე სხდომის მოწვევის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მივიღებთ პარტიულ გადაწყვეტილებას

„ევროპელი სოციალისტები“ აცხადებენ, რომ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყვეტენ, მოაწერენ თუ არა ხელს „ლელოს“ მიმართვას პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით.

როგორც ჟურნალისტებს „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, დავით ზილფიმიანმა განუცხადა, რიგგარეშე სხდომის მოწვევაში საწინააღმდეგოს ვერაფერს ხედავს.

„საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, რატომაც არა, თუმცა პარტიულ გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – განაცხადა ზილფიმიანმა.