დავით ზილფიმიანი - პარლამენტში სრული შატალოა, ექვსთვიანი შატალო არ გამიგია, ახლა შემოვიდნენ, დაიღალნენ, ისევ წავიდნენ, კიდევ ერთი კვირა არ მოვლენ
დავით ზილფიმიანი - პარლამენტში სრული შატალოა, ექვსთვიანი შატალო არ გამიგია, ახლა შემოვიდნენ, დაიღალნენ, ისევ წავიდნენ, კიდევ ერთი კვირა არ მოვლენ

სრული შატალოა, ექვსთვიანი შატალო არ გამიგია, ახლა შემოვიდნენ, დაიღალნენ, ისევ წავიდნენ, ახლა ერთი კვირა არ მოვლენ კიდევ, – ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, დავით ზილფიმიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

​როგორც დავით ზილფიმიანმა აღნიშნა, ოპოზიციას თუ მუშაობა სურს, იმუშაონ, კრიტიკაზე ადვილი არაფერია.

„პროფესიით არ ვარ იურისტი, იმ კომიტეტებში ვიღებ მონაწილეობას, რომელშიც ვთვლი, რომ შემიძლია, რაღაც სიკეთე მოვუტანო იმ მიმართულებებს, რომლებშიც აღვიზარდე. ისე მოხდა, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პრაქტიკულად 15-ვე კომიტეტში ჩვენ გვიწევს მუშაობა. მადლობა ღმერთს ცოტა შეგვეშველნენ „მოქალაქეები“. დავიღალეთ, ყველგან ჩვენ დავდივართ. სრული შატალოა, ექვსთვიანი შატალო არ გამიგია. ახლა შემოვიდნენ, დაიღალნენ, ისევ წავიდნენ, ახლა ერთი კვირა არ მოვლენ კიდევ. თუ მუშაობა გვინდა ვიმუშაოთ, თუ არადა კრიტიკაზე ადვილი რა არის, მოდი რამე კონსტრუქციული თქვი, ამ საკითხზე მე გუშინ დავაფიქსირე ჩემი პოზიცია“, – განაცხადა დავით ზილფიმიანმა.