დავით ზილფიმიანი - მეგობარი ქვეყნის განცხადება ყურადსაღებია და ჩვენთვის დიდ ფასეულობას წარმოადგენს
დავით ზილფიმიანი - მეგობარი ქვეყნის განცხადება ყურადსაღებია და ჩვენთვის დიდ ფასეულობას წარმოადგენს

განცხადება როდესაც კეთდება მეგობარი ქვეყნის მიერ, ეს არის არა ცალკეული პოლიტიკოსის განცხადება, არამედ ქვეყნის პოზიცია, რაც აუცილებლად ყურადსაღებია და ჩვენთვის ძალიან დიდ ფასეულობას წარმოადგენს, – ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, დავით ზილფიმიანმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, ნებისმიერი პატიმარი, რომლის ჯანმრთელობასაც ან სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, შესაბამის კლინიკაში უნდა იყოს გადაყვანილი.

„უნდა გავითვალისწინოთ ის საკითხები, რასაც გვეუბნება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი.” მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაიყვანონ? ” ნებისმიერი ტუსაღი, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილიც, რომლის ჯანმრთელობასაც ან სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, გადაყვანილი უნდა იყოს ადეკვატურ კლინიკაში იმისთვის, რომ არ მოხდეს მისი ჯანმრთელობის დაზიანება“, – განაცხადა დავით ზილფიმანმა.