დავით ზილფიმიანი ბოლო 20 წლის განმავლობაში ციხეებში მსჯავრდებულთა წამების ფაქტების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის
დავით ზილფიმიანი ბოლო 20 წლის განმავლობაში ციხეებში მსჯავრდებულთა წამების ფაქტების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის

„ევროპელი სოციალისტების“ წევრის, ოპოზიციონერი დეპუტატის, დავით ზილფიმიანის განცხადებით, აუცილებელია, რომ საქართველოში ბოლო 20 წლის განმავლობაში პატიმართა წამების სავარაუდო შემთხვევების შესასწავლად საპარლამენტო კომისია შეიქმნას.

როგორც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა განაცხადა, „ნაციონალური მოძრობის“ მიერ საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტის მთავარი მიზანი არის მსჯავრდებულ სააკაშვილის ციხიდან დახსნა და ამას არავინ მალავს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო კომისიამ სხვა პატიმართა საკითხებიც განიხილოს.

„მინდა, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩვენს ციხეებში მსჯავრდებულთა წამების ფაქტები შევისწავლოთ. ამისთვის პირველი ნაბიჯი არის მსჯავრდებულთა წამების ფაქტების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის შექმნა. პარლამენტის სირცხვილია, რომ ციხეში წამების ფაქტები დღემდე არ არის საპარლამენტო კომისიის მიერ შესწავლილი. არ უნდა ხდებოდეს ისე, რომ ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე პარლამენტს გავაკეთებინოთ ისეთი რამ, რაც ჩემთვის იქნება საინტერესო და ზოგადად, ქვეყნისთვის არა“, – განაცხადა დავით ზილფიმიანმა.

დატოვე კომენტარი