დავით ზილფიმიანი - არ ვართ მიჩვეული მრავალპარტიულ პარლამენტს, ამიტომ იწვევს გაკვირვებას, როგორ შეიძლება ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს მხარი დაუჭიროს
დავით ზილფიმიანი - არ ვართ მიჩვეული მრავალპარტიულ პარლამენტს, ამიტომ იწვევს გაკვირვებას, როგორ შეიძლება ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს მხარი დაუჭიროს

„ევროპელი სოციალისტების“ წევრ დავით ზილფიმიანის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრობის კარგი კანდიდატურაა და ამიტომ ფრაქცია მის მხარდაჭერას აპირებს.

მისივე თქმით, ოპოზიციონერობა არ ნიშნავს, რომ ხმა აუცილებლად წინააღმდეგ უნდა მისცეს.

„ჩვენ ყველა პოლარიზებულ ვითარებას და ორპარტიულ სისტემას ვართ მიჩვეული. არ ვართ მიჩვეული მრავალპარტიულ პარლამენტს. ამიტომ იწვევს გაკვირვებას, თუ როგორ შეიძლება ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს მხარი დაუჭიროს. რა გადასახედიდანაც ჩვენ შევხედეთ, ჩავთვალეთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი კარგი კანდიდატურაა. რაკი ოპოზიციონერი ვარ, ხმა აუცილებლად წინააღმდეგ უნდა მივცე? ასე არ არის.

დიალოგი ჰაერივით მნიშვნელოვანია და მუდმივ რეჟიმში უნდა გრძელდებოდეს. იქნებ, ის ჩიხური მდგომარეობა გამოირიცხოს, რომელშიც ხან ოპოზიციას შეჰყავს სიტუაცია, ხან კი ხელისუფლებას“, – განაცხადა ზილფიმიანმა.