დავით ზალკალიანმა სტამბოლის ახალი აეროპორტის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
დავით ზალკალიანმა სტამბოლის ახალი აეროპორტის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სტამბოლის ახალი აეროპორტის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

აეროპორტი, რომელიც ექსპლუატაციაში ნოემბრიდან შევა, მსოფლიოში სიდიდით პირველი აეროპორტი იქნება და წელიწადში 200 მილიონ მგზავრზე მეტს მოემსახურება.

აეროპორტის გახსნის ცერემონიას სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო მეთაურები და მაღალი რანგის სტუმრები ესწრებოდნენ.

აეროპორტის გახსნის ცერემონია თურქეთის რესპუბლიკის დაარსების 95 წლის საზეიმო ღონისძიების ფარგლებში გაიმართა.