დავით ზალკალიანმა „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს მიმართა - სკანდალურად წარმოაჩენთ, რომ დონალდ ტუსკისა და მამუკა ბახტაძის შეხვედრა არ ყოფილა, რაც არის სიცრუე
დავით ზალკალიანმა „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს მიმართა - სკანდალურად წარმოაჩენთ, რომ დონალდ ტუსკისა და მამუკა ბახტაძის შეხვედრა არ ყოფილა, რაც არის სიცრუე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომ საზეიმო ვახშმის დაწყებამდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ორმხრივ ფორმატში მხოლოდ უკრაინისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.

დავით ზალკალიანის თქმით, ინფორმაცია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკის შეხვედრა არ ყოფილა, სიცრუეა.

„ჩვენ პრეზიდენტ ტუსკთან გვქონდა 21 ნოემბრის შეხვედრა საკმაოდ მაღალ ფორმატში, ასევე სხვადასხვა ფორმატებში გადავიკვეთეთ მასთან. დღესაც საკმაოდ ინტენსიური საუბარი იყო და მინდა, თქვენთვის საკმაოდ სამწუხარო ინფორმაცია გითხრათ, 11-12 ივლისს ტუსკი საქართველოში ჩამოდის და ბათუმის კონფერენციაში მონაწილეობს. ისე სკანდალურად წარმოაჩენთ, ძალიან დიდი სიხარულით აცნობეთ, რომ შეხვედრა არ ყოფილა, რაც არის ძალიან დიდი სიცრუე და ტყუილი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.