დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო ცერემონიაში, რომელზეც უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად, გადაეცა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების ასლი, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპული პერსპექტივის შესახებ

აშშ-ში ევროკავშირისა და საფრანგეთის ელჩების მიწვევით, საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი საზეიმო ცერემონიას დაესწრო. ცერემონიაზე ელჩს, უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად, გადაეცა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების ასლი, საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ევროპული პერსპექტივის შესახებ. ინფორმაციას დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ცერემონიის ფარგლებში, ასევე აღინიშნა საფრანგეთის მხრიდან ჩეხეთისთვის ევროკავშირის თავმჯდომარის სტატუსის გადაცემა.

ცერემონიას ესწრებოდნენ აშშ-ში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები.