დავით ზალკალიანმა ხუან გუაიდოს ვენესუელის პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ხუან გუაიდოს ვენესუელის პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა. შესაბამისი განცხადება დავით ზალკალიანმა „ტვიტერის“ გვერდზე გაავრცელა.
„ვულოცავ ხუან გუაიდოს ვენესუელის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარედ ხელახლა არჩევას. დემოკრატიისა და ვენესუელის კონსტიტუციის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები მიუღებელია. საქართველო ვენესუელის ხალხისა და დროებითი პრეზიდენტის ხუან გუაიდოს გვერდით დგას, მათ სწრაფვაში თავისუფლებასა და დემოკრატიისკენ“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
Congratulations to @jguaido on his re-election as the President of the @AsambleaVE. Unlawful acts against democracy and Constitution of Venezuela are unacceptable. 🇬🇪 stands by the people of 🇻🇪 and Interim President Guaido in their strive for freedom and democracy.
— David Zalkaliani (@DZalkaliani) January 6, 2020