დავით ზალკალიანმა ინდოელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა
დავით ზალკალიანმა ინდოელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა

საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა ინდოელ კოლეგასთან, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკართან. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საუბრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის ჩამოყალიბებულ მეგობრულ ურთიერთობებს და ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების დადებით დინამიკას, მათ შორის პოლიტიკის, ეკონომიკის, ინვესტიციების, კულტურის და განათლების სფეროებში.

ასევე ყურადღება გამახვილდა მრავალმხრივ ფორმატებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკაზე.

საუბრისას მინისტრებმა ასევე განიხილეს Covid-19-ის პანდემიით გამოწვეული მდგომარეობა როგორც საქართველოში, ისე ინდოეთში. ასევე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მთავრობების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს პანდემიასთან ბრძოლის გზაზე.

აღინიშნა არსებულ ვითარებაში სახელმწიფოებს შორის კოორდინაციის და ურთიერთმხარდაჭერის მნიშვნელობა. საუბარი შეეხო ასევე ვაქცინაციის პროცესის დაწყებას და ამ მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებს. მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად იმუშაონ ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრობის და თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დატოვე კომენტარი