დავით ზალკალიანმა და შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარემ შვედეთისა და საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს
დავით ზალკალიანმა და შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარემ შვედეთისა და საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში ვიზიტით მყოფ შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარეს, ანდრეას ნორლენს შეხვდა.

საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ გაუსვეს ხაზი შვედეთსა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების მაღალ დონეს, გამოიხატა შვედეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა. ასევე. დადებითი შეფასება მიეცა საქართველოს ევროპული ტრანსფორმაციის გზაზე განხორციელებულ რეფორმებს.

„მხარეებმა იმ კონკრეტული მიმართულებების იდენტიფიცირება მოახდინეს, რომელიც ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას მოემსახურება. აღინიშნა საქართველოსა და შვედეთის წარმატებული ურთიერთობები საპარლამენტო დონეზე“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, საქართველში ვიზიტი ფარგლებში ანდრეას ნორლენი უკვე შეხვდა ქართველ კოლეგას არჩილ თალაკვაძეს, ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს.